დღეს ვისწავლე ვიდეოს გადმოწერა,სურათების ატვირთვა ინტერნეტიდან,გამოქვეყნება.პუბლიკაციის შესწორება და გაგზავნა ადრესატთან.მომეწონა დღევანდელი მუშაობა.ვიმედოვნებ და ვგეგმავ აქტიურ მუშაობას საკუთარი პორტფოლიოს შესავსებად.შედეგით კმაყოფილი ვარ.
понедельник, 14 апреля 2014 г.
აღდგომა
აღდგომა უფლისა უმნიშვ ნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაულია.
ის სიმბოლურად უკავშირდება ცოდვებისაგან კაცობრიობის მხსნელს,,სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველს,დასაფლავების წინაშე ცხოვრების მომნიჭებელ,, უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას.
.დიდება უფალს.ქრისტე აღსდგა!ჭეშმარიტად აღსდგა! ქრისტე აღსდგა!ჭეშმარიტად აღსდგა!ქრისტე აღსდგა!ჭეშმარიტად აღსდგა!-უფალი სუფევს-დიდება უფალს!
воскресенье, 13 апреля 2014 г.
პროექტის გეგმა-პროექტის სახელწოდება-,,ღვინოს დააბრალებენ,,
პროექტი ეძღვნება ქართული პოეზიის მეფეს -გალაკტიონ ტაბიძეს.
მოსწავლეები გაეცნობიან პოეტის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს,გაიაზრებენ მისი პოეზიის უმთავრეს თემას,ეს ხომ ადამიანის უდიდესი გრძნობაა.გალაკტიონი ცხოვრების აზრზს სიყვარულში ხედავდა.
პროექტი მოსწავლეებს უვითარებთ საკუთარი თავის მართვის,თვითდამკვიდრების, კრიტიკულ-არგუმენტირებული აზროვნებისა და სხვისი აზრის პატივისცემის უნარს.
თემა აქტუალურია იმით, რომ თვით სიყვარულია უკვდავი და მარადიული.,,სიყვარული რომ არ არსებობდეს, სიძულვილი წალეკავდა ირგვლივ ყოველივეს,,-ბრძანებდა კონსტანტინე გამსახურდია. ამ გადასახედიდან სიყვარული
ყოვლისმომცველი სტიქიაა, ცხოვრების აზრია. ასე ხედავდა გალაკტიონი.,,სადაც უნდა მივდიოდე, უცხო ქვეყნად მარები ,
უკანასკნელ შვიდიოდე წლის თან მდევენ ქარები,
четверг, 10 апреля 2014 г.
10აპრილი,2014წელი
ჩემი განწყობა უჩვეულოა ,მგონი ტვინის შერყევა მაქვს ,მაგრამ მაინც ვზივარ და ვსწავლობ ტექნოლოგიებს, რა გაეწყობა,უნდა ვისწავლო,,,სწავლა სიბერემდეო,,-ნათქვამია.
ქეთინო ჭელიძე
მე ვარ ქეთინო ჭელიძე,პროფესიით- მასწავლებელი.ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას თბილისის 190-ე საჯარო სკოლაში.მიყვარს ჩემი საგანი ,ვაღმერთებ საკუთარ მოსწავლეებს.ვეთაყვანები ჩემს ქვეყანას.ვთანამშრომლობ სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფთან, მაინტერესებს ყველაფერი,რაც ჩემს მუშაობას ბევრად უფრო ეფექტურს გახდის.
Подписаться на:
Сообщения (Atom)